სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების თვლიანი მობილური მანქანის სვლის სიმდოვრის კვლევა
Main Article Content
ანოტაცია
სტატიაში წარმოდგენილია მაღალი ხარისხის საფარის მქონე ჰორიზონტალური გრძივი პროფილის
ასფალტ-ბეტონიან (დინამომეტრულ) და გრუნტის გზაზე, სხვადასხვა სიჩქარით მოძრაობისას, სასოფლო
სამეურნეო დანიშნულების სატვირთო ავტომობილის სვლის სიმდოვრის მაჩვენებლების საგზაო-ექსპერიმენტული
კვლევის შედეგები. გამოკვლეულია ავტომობილის დარესორებული და დაურესორებელი მასების ვერტიკალური
რხევების მახასიათებლები, საშუალო კვადრატული აჩქარებებისა და სპექტრალური სიმკვრივის ფუნქციის სახით.
დინამომეტრულ გზაზე მიღებული კვლევის შედეგების გამოყენებით შეფასებულია გრუნტის გზაზე ავტომობილის
მასების რხევების გაძლიერების მაჩვენებელი, მოძრაობის სიჩქარისა და საბურავებში ჰაერის შიგა წნევის
ცვლილებაზე დამოკიდებულებით. დასაბუთებულია, რომ საბურავში ჰარის შიგა წნევის შემცირებით,
ავტომობილის გრუნტის გზაზე მოძრაობისას, მნიშვნელოვნად მცირდება მასების ვერტიკალური რხევების
ინტენსივობა.