სუბურბანიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში და მისი გამოწვევები
Main Article Content
ანოტაცია
სტატია მიმოიხილავს სუბურბანიზაციის ისტორიას, თავისი გამოწვევებით და შედეგებით აშშ-ს ქალაქების
მაგალითზე. არაერთმა ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ურბანიზებულ ქალაქებში ცხოვრების უარყოფითმა
მხარეებმა: ცხოვრების მაღალმა ღირებულებამ, სოციალურ-ეკონომიკურმა უთანასწორობამ, ბუნებასთან ნაკლებმა
წვდომამ, ხმაურმა, სოციალურმა იზოლაციამ, სიღარიბემ, არასაკმარისმა საცხოვრისმა, უმუშევრობამ,
დაბინძურებამ, მაღალმა კრიმინალმა, პოლიტიკურმა არეულობებმა და სხვამ, გამოიწვია ქალაქებში მცხოვრები
ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. შედეგად, მე-20 საუკუნის 40-იანი წლებიდან დაიწყო
ურბანიზაციის საწინააღმდეგო ე.წ. სუბურბანიზაციის პროცესის განვითარება. ქალაქებიდან მოსახლეობამ მის
გარეუბნებში დაიწყო გადაადგილება უფრო ხელმისაწვდომი ან უკეთესი საცხოვრებელი პირობების საძიებლად.
გარდა ხსენებული მიზეზისა, სტატიაში აღწერილია სუბურბანიზაციის გამომწვევი სხვა ფაქტორებიც.
თავდაპირველად სუბურბანიზაციის პროცესმა დადებითი შედეგები მოიტანა, როგორც საცხოვრებელი ფონდის
შექმნაში, ისე ინფრასტრუქტურის, მრეწველობის და ეკონომიკის განვითარებაში, თუმცა გრძელვადიან
პერსპექტივაში მას მაინც ნეგატიურ პროცესად მოიხსენიებენ. ამ „ამერიკული ოცნებას“, როგორც მას უწოდებდენ,
ბევრი არასახარბიელო შედეგები მოყვა. პირველ რიგში, ეს იყო რასობრივი უთანასწორობა. მეორეს მხრივ, კი დიდი
ქალაქების ცხოვრების გაუარესება. ქალაქებს ეკისრებოდათ გადაუდებელი ვალდებულება, უზრუნველყოთ
ინტეგრაცია გარეუბნებთან შესაბამისი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემებით, რის შედაგად მიღებულმა
ნახშირბადის გამონაბოლქვის ზრდამ, უარყოფითი გავლენა იქონია, როგორ ურბანული, ისე სუბურბანული
გარემოს ლანდშაფტზე. გარეუბნების არსებულ ლანდშაფტებში ინფრასტრუქტურულმა და სხვა ტიპის
მშენებლობებმა, მანქანების მოძრაობის ზრდამ, სრულად შეცვალა მათი ხასიათი და ხელი შეუწყო დეგრადაციას.
პროცესმა ეკონომიკური და დემოგრაფიული კრიზისი შექმნა ქალაქების ცენტრალურ უბნებში, მიწათსარგებლობის
ცვლილებებით მნიშვნელოვნად შეამცირა მწვანე და ლურჯი ზედაპირები და მათი ხარისხი, დააზიანა მდგრადობა
და კლიმატთან ადაპტაციის შესაძლებლობები [1].