სპეციალური მასწავლებლის როლი ინკლუზიურ განათლებაში
Main Article Content
ანოტაცია
ნაშრომის საგანია ინკლუზიურ განათლებაში მასწავლებლის როლის, დანიშნულებისა და საგანმანათლებლო
მნიშვნელობის და შედეგების კვლევა. ძირითადი თემაა საქართველოში ზოგადი განათლების სისტემის მიზის -
შექმნას ხელსაყრელი საგანმანათლებლო პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე
თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის, ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური განსხვავების მიუხედავად,
მათთვის ზოგადი განათლების მიღების თანაბარი, შეუზღუდავი შესაძლებლობის სასწავლო ველის შექმნა. ნაშრომი
მიზნად ისახავს აღნიშნული იდეალების განსახორცილებლად, განათლების რეფორმით გათვალისწინებული
ინკლუზიური განათლების დანერგვას. ვგულისხმობთ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე
მოსწავლეების ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესში თავიანთ თანატოლებთან. ცხადია, აქვე
იგულისხმება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების ინდივიდუალური და/ან მოდიფიცირებული
სასწავლო გეგმებით სწავლებას, რაც განსაზღვრულა საქართველოს კანონით ზოგადი განათლების შესახებ. ჩვენი
კვლევის შედეგების გამოყენება შესაძლებელია საქართველოს ზოგადი განათლების სფეროში სასწავლო პროცესების
განხორციელების პროცესში.
შეიძლება დავასკვნათ, რომ კვლევის შედეგად შემოთავაზებული რჩევები და რეკომენდაციები დაეხმარება
უნარშეზღუდული ბავშვების განათლების სისტემაში ინტეგრაციას, რომლის მთავარი შემოქმედი არის
მასწავლებელი.