სხეულთა მოძრაობასა და სიდიდეთა გათანაბრებაზე ამოცანათა ამოხსნის სწავლებისათვის
Main Article Content
ანოტაცია
სტატია ეხება სწავლების თანამედროვე გამოწვევებს - როცა მოსწავლეს მოეთხოვება ცოდნის პრაქტიკული
კუთხით გააზრება და მისი დაკავშირება გარე სამყაროში მიმდინარე მოვლენებთან. აქ
საუბარია სასკოლო
პრაქტიკაში კერძო მეთოდიკის ჩართულობაზე. ამ გზით სასწავლო თემების ნაწილი, რომელთა აღქმა მოსწავლეებს
უძნელდებათ, ან გარკვეული მიზნებიდან გამომდინარე, მათი უფრო ღრმა გააზრებაა საჭირო გადამუშავდება და
მოხდება მათი ახლებურად წარმოჩენა. მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება ახალი მათემატიკური ტერმინების
შემოტანას. სხეულთა მოძრაობისას „დაწევა-გასწრებისა“ და „შეხვედრა-დაშორების“ სიჩქარეებს. ხოლო სიდიდეთა
გათანაბრებისას „ზედმეტის ნახევარს“. ეს ტერმინები ქმედების აღმნიშვნელია, უზრუნველყოფს საკითხის
მარტივად გააზრებას და მოსწავლეებს უადვილებს საკითხისადმი სიღრმისეულ წვდომას. ზოგადად, ასეთი
მიდგომები ხელს შეუწყობს მასალის სიღრმისეულ აღქმასა და გაზრდის თანხვედრას სასწავლო მასალასა და
მოსწავლეთა შესაძლებლობებს შორის, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სწავლების ხარისხს.