მარადიდი

ავტორები

  • მერაბ მეგრელიშვილი
  • იბრაიმ დიდმანიძე

ანოტაცია

მარადიდი საქართველოს საზღვრისპირა, მთებით გარშემორტყმულ ნაოსნობის უძველეს კერას წარმოადგენს.
მარადიდის, როგორც ნავმშენებლობის ტრადიციის მქონე მხარის შესახებ ნიკო მარი მიანიშნებს ნაშრომში
,,მოგზაურობიდან თურქეთის ლაზეთში“.
ყარსის ხელშეკრულების თანახმად, ოსმალეთიდან მომავალი მენავეები თავისუფლად მგზავრობდნენ და
ეზიდებოდნენ ტვირთს კაპანდიბამდე და თვით ბათომამდეც კი. მარადიდი ბუნებრივი, სამკურნალო წყლებით
მდიდარი სოფელია. ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში აჭარის ოლქის ექიმმა ჟილინსკიმ გონიის მაზრის სოფელ
მარადიდში აღმოაჩინა მჟავე წყალი, რომელიც მიწიდან ამოდიოდა ცერის სიმსხოდ და იგი ზელცერის წყლებს არ
ჩამოუარდებოდა. 1884 წელს სოფელ მარადიდში იხსნება პირველი დაწყებითი სკოლა. მარადიდში გაშენებული იყო
ჩაის, თამბაქოს, სიმინდის, ყურძნის, დაფნის და სხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები. სოფელ მარადიდს
მდიდარი შრომითი და საბრძოლო ტრადიციები გააჩნია. სტატიაში საარქივო დიკუმენტური მასალის საფუძველზე
წარმოჩენილია ერთი სოფლის ისტორია.

Downloads

გამოქვეყნებული

2024-12-07

გამოცემა

სექცია

ისტორია და არქეოლოგია