Nihil sub Sole Novum /არაფერია მზის ქვეშ ახალი Marсus Fabius Quintilianus

Main Article Content

ქეთევან ფუტკარაძე

ანოტაცია

პირველი საუკუნის მიწურულს რომაელმა მარკუს ფაბიუს კვინტილიანუსმა დაწერა ტრაქტატი
სახელწოდებით Institutio Oratoria, რომელიც ქართულად ითარგმნა, როგორც „მჭევრმეტყველების სწავლება“.
ნაწარმოები კვინტილიანუსმა დაწერა იმ მიზნით, რომ შეექმნა ზოგადად ადამიანის და კონკრეტულად,
მჭევრმეტყველის იდეალური მოდელი, რომელიც, რომაელი ავტორის მიხედვით, თავის თავში გულისხმობს
შესანიშნავ ორატორს და კიდევ უფრო კარგ, პატიოსან პიროვნებას, რაც, კვინტილიანუსის მიხედვით, ასე ჟღერს: Vir
bonus, dicendi peritus - კარგი კაცია, კარგად ლაპარაკობს. როდესაც ნაშრომს ეცნობი, ხვდები, რამდენი რამე უნდა
ისწავლო, რომ იყო კარგი ადამიანი და რამდენი კიდევ დაამატო, რომ გახდე კარგი ორატორი, ანუ თავს უფლება
მისცე, საჯაროდ ესაუბრო ადამიანებს. ფაქტობრივად, წიგნი მჭევრმეტყველებაზე კი არა, უფრო სწორად, არა
მხოლოდ მჭევრმეტყველებაზე, არამედ განათლებასა და კარგი მოქალაქის აღზრდაზეა, განათლების და აღზრდის
საკითხები კი ყოველთვის, ყველა ეპოქაში, ყველა ტიპის საზოგადოებაში აქტუალურია და დიდ ინტერესს იწვევს.

გამოქვეყნებული: დეკ 7, 2024

Article Details

სექცია
ენის დაუფლება