Vir Bonus, Dicendi Peritus კვინტილიანუსის „კარგი კაცის“ ფილოსოფიური აპექტები

Main Article Content

ქეთევან ფუტკარაძე

ანოტაცია

სტატიის მიზანია, ავხსნათ კვინტილიანუსის vir bonus-ის დოქტრინა პლატონიზმის ფონზე. ამ ორს
აკავშირებს მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც გადის რიტორიკის განხილვაზე: განუყოფლობა სიბრძნის, სიკეთის
და მჭევრმეტყველების; მორალურად მდგრადობა. სწორედ ამ ორი თემის გამოა, vir bonus-ის დოქტრინა
მნიშვნელოვანი რომ გახდა თანამედროვე დისკუსიების, რიტორიკის ეთიკისთვის. პლატონი და კვინტილიანუსი
განსხვავდებიან სიკეთისა და სამართლიანობსი განსაზღვრისას. პლატონი მათ უფრო შინაგანი მდგომარეობის (soûl)
საკითხად მიიჩნევს, ხოლო კვინტილიანუსი ხედავს მათ უფრო საზოგადოებრივი ქცევისა და რეპუტაციის
თვალსაზრისით, მაგრამ ორივესთვის არსებობს კონცეპტუალური კავშირები რიტორიკასა და სამართლიანობას
შორის, რაც გამორიცხავს რიტორიკის მორალურად ნეიტრალური კონცეფციის შესაძლებლობას. ორივესთვის
რიტორიკა არის „კარგად ლაპარაკი“ და ორივესთვის „კარგად ლაპარაკი“ ნიშნავს სამართლიანად ლაპარაკს. ასეთი
იყო მარკუს ფაბიუს კვინტილიანუსი - თავადვე კარგი კაცი, რომელიც არა მხოლოდ კარგად ლაპარაკობდა,
კარგადაც წერდა.

გამოქვეყნებული: დეკ 7, 2024

Article Details

სექცია
ენის დაუფლება