მოთხოვნის დამუშავება გენეტიკური პროგრამირების მეშვეობით
საკვანძო სიტყვები:
მოთხოვნის ოპტიმიზაცია, გენეტიკური პროგრამირება (GP), ევოლუციური ალგორითმები.ანოტაცია
მონაცემთა ბაზის მართვის სისტემებში მოთხოვნის დამუშავება არის კვლევისა და განვითარების
კრიტიკული მიმართულება, რომელიც ფოკუსირებულია მოთხოვნის შესრულების ოპტიმიზაციაზე
მასშტაბურობისა და სიზუსტის გათვალისწინებით. გენეტიკური პროგრამირება (GP) პერსპექტიული მიდგომაა
რთული ოპტიმიზაციის პრობლემების გადასაჭრელად, მათ შორის მოთხოვნის დამუშავებისას. სტატიაში
განხილულია გენეტიკური პროგრამირების გამოყენების შესაძლებლობები მოთხოვნის დამუშავებაში.
წარმოდგენილია აღნიშნული მიდგომის პოტენციური სარგებელი, გამოწვევები და კვლევის მიმდინარე
ტენდენციები. განხილულია GP-ის ძირითად კონცეფციები, მისი ინტეგრაცია მოთხოვნის ოპტიმიზაციის
ტრადიციულ მეთოდებთან და წარმოდგენილია აღნიშნული მიმართულებით ჩატარებული კვლევები, რომლებიც
აჩვენებენ მის ეფექტურობას მოთხოვნის შესრულების გაუმჯობესებაში.