ახალი ხელოვნების მიმდინარეობის ანალიზი: აბსტრაქტულ-ფიგურატიული მეტარეალიზმი
Main Article Content
ანოტაცია
სტატია აანალიზებს ახალი ხელოვნების მიმდინარეობას, ჩემი ფერწერული ტილოებისა და ნამუშევრების
სერიებს არტ კურატორების და ხელოვნების ისტორიკოსების პროფესიონალური განხილვების საფუძველზე და
აყალიბებს იმ თვისებებს რაც ამ მიმდინარეობას სხვა მიმდინარეობებისგან განასხვავებს.
ამ ახალი ხელოვნების მიმდინარეობას აბსტრაქტულ-ფიგურატიული მეტარეალიზმი შეგვიძლია ვუწოდოთ.
აბსტრაქტულ-ფიგურატიული მეტარეალიზმი თანამედროვე მიმართულებაა ხელოვნებაში, რომლის მთავარი იდეა
ფერწერის ფარგლებში ზეცნობიერების, საგნების ზეფიზიკური ბუნების გამოხატვაა. ეს მიმდინარეობა ცდილობს მეცნიერულ დონეზე განასხვავოს „ნამდვილი, რეალური“ სულიერისაგან, მისტიკურისგან და წარმოსახვითი
მოვლენებისაგან: ამას ემსახურება საკუთარი თავის შემეცნება.
აბსტრაქტულ-ფიგურული მეტარეალიზმი ფარავს რეალობას მისი რეალური და შესაძლო გარდაქმნების
მთელ დიაპაზონში, აბსტრაქციით ქმნის კომპოზიციაში საჭირო თავისუფლებას, რომელიც არღვევს ფიგურატიული
ხელოვნების საზღვრებს. აბსტრაქტულ-ფიგურატიული მეტარეალისტი ქმნის კომპოზიციებს ზეცნობიერი
გამოსახულების კვლევის შედეგად.