საქართველოს პოლიტიკური ისტორია (1988-1992 წწ)

Main Article Content

ანა ეცადაშვილი

ანოტაცია

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის საკითხს უამრავი ნაშრომი და კვლევა მიეძღვნა. ამ
უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტის ანალიზი და მისი ისტორიულ სამართლებრივი შეფასება ძალიან
მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისათვის, რადგან მათ უნდა გაიაზრონ თუ რამდენად რთული გზა გაიარა
საქართველომ დამოუკიდებლობისათვის. ასევე საყურადღებოა 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარის მოვლენები
და სახელმწიფო გადატრიალება. აუცილებელია მოხდეს ამ უაღრესად ტრაგიკული, ანტისახელმწიფოებრივი და
ანტიკონსტიტუციური ფაქტის ანალიზი და მისი ისტორიულ სამართლებრივი შეფასება. სტატიაში
გაანალიზებულია ის ძირითადი მოვლენები, რომლებმაც საქართველოს ეროვნული მოძრაობა უფრო აქტიურად
ჩართო პოლიტიკურ პროცესში. განხილულია ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევა, მისი მმართველობისა
და ოპოზიციასთან ურთიერთობების დინამიკა, ასევე საერთაშორისო გავლენები და რუსეთის ჩარევა ამ
პროცესებში.

საკვანძო სიტყვები:
“დამოუკიდებლობა”, “ეროვნული მოძრაობა”, “არჩევნები”, “საქართველო’’, “საბჭოთა კავშირი”, “სახელმწიფო”.
გამოქვეყნებული: მარ 15, 2025

Article Details

სექცია
ისტორია და არქეოლოგია