აკაკი წერეთლის ორი ლექსის გააზრებისათვის („ურიული მოთქმითი ტირილი საქართველოში“, „ირაკლის საფლავზე“)

Main Article Content

დალი ბეთხოშვილი

ანოტაცია

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ მხატვრულ აზროვნებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს
აკაკი წერეთელს, რომლის მსოფლმხედველობაში განთავსდა მთელი რიგი ეპოქალური პრობლემები, რომელთა
შორის აღსანიშნავია ქართულ ეროვნულ სივრცეში არსებული ებრაელთა ტრადიციის ერთ-ერთი დამახასიათებელი
თავისებურება - ტირილის სცენა, სადაც ნაჩვენებია მისი მახასიათებელი შტრიხები გარდაცვალების პერიოდში ერის
ფსიქოლოგიას, სახასიათო ნიშან-თვისებებს რომ ასახავს, სადაც არეკლილია ერის არსებობის განმსაზღვრელი
ქრისტიანული ელემენტები, ყოფით დეტალებთან შერწყმული, რომელიც მხოლოდ მათთვისაა ნიშანდობლივი და
განმასხვავებელი სხვა ერთაგან რომ გამოარჩევს.
აკაკი წერეთელი, როგორც შემოქმედი, მხატვრული გადააზრებით გადმოსცემს ებრაელი ერისთვის
დამახასიათებელ ყოფით დეტალებს, მაგრამ მეტი დამაჯერებლობისთვის, მეტი სულიერი შინაარსის
მისანიჭებლად, რელიგიურ სამოსელს უძებნის და აღნიშნულ საკითხს ბიბლიური სიუჟეტური თხრობით ახერხებს,
ახსენებს ბიბლიურ პერსონაჟებს - მოსეს, აარონს, ილიას, ელისეს და იერემიას გოდებით აცოცხლებს და
გადმოსცემს მთავარ სათქმელს, რომელიც თანადროული ეპოქის ჩარჩოშიც თავსდება და მის მიღმაც იხილვება.
აკაკი წერეთელი ორი ლექსით „ურიული მოთქმითი ტირილი საქართველოში“ და „ირაკლის საფლავზე“
ვრცლად, ფართო ჭრილში იხილავს ტირილის სცენას, რომელიც მრავალასპექტიანია, მოიცავს რამდენიმე შრეს:
ერის ისტორიულ მეხსიერებას, ტრადიციას, ქრისტიანულ არსს, ტირილთან დაკავშირებული ცრემლის
შინაარსობრივ ასპექტებს, წუხილს, სინანულს... და, რაც მთავარია, სიცოცხლისა და სიკვდილის პრობლემებს,
რომელიც თავისთავში მოიაზრებს სიკეთე-ბოროტების არსს, წუთისოფელს, საფლავის კარს, იმ ფერისცვალებას,
რასაც განიცდის სიცოცხლის არსის მატარებელი ადამიანი.
დასახელებულ ლექსებში, პირველ რიგში, გამჟღავნებულია, სიცოცხლის რელიგიურ-ფილოსოფიური ხედვა,
რომელიც ძველ ქრისტიანულ სამყაროსთან, იერუსალიმურ ქრისტიანულ საწყისზეა დაფუძნებული, ავტორი
იერემიას გოდებას აქაც მოიხსენიებს, ერთი ტირილის ქვეშ აერთიანებს ორი ერის სულიერ ტკივილს, მათი სახით
მთელი ცოდვითმოსილი კაცობრიობის ხვედრს, სიცოცხლისა და სიკვდილის პრობლემებს, რომელიც მთელ
წუთისოფელშია განფენილი.

საკვანძო სიტყვები:
აკაკი წერეთელი, ებრაელი, ქართველი, ეროვნული, ტირილი, ცრემლი, მეფე ერეკლე, იერუსალიმი.
გამოქვეყნებული: მარ 15, 2025

Article Details

სექცია
ლიტერატურა და ლინგვისტიკა