ვნებიდან განწმენდამდე - ფედრას შინაგანი გზა (ჟან რასინის «ფედრას» მიხედვით)
Main Article Content
ანოტაცია
სტატია განიხილავს ჟან რასინის ტრაგედიას "ფედრა" და მისი მთავარი პერსონაჟის ფედრას შინაგან
ტრანსფორმაციას ვნებიდან კათარსისამდე. ნაშრომში გაანალიზებულია მინოსისა და პასიფაეს ასულ ფედრას
მტკივნეული და რთულ ემოციური მდგომარეობა, მისი გზა ვნებიდან განწმენდამდე, მისი სულიერი მოგზაურობა,
შინაგანი ბრძოლა და მორალური დილემები. ასახულია, თუ როგორ აერთიანებს რასინი კლასიცისტურ
ტრადიციებს, ფსიქოლოგიურ სიღრმესა და ზნეობრივ საკითხებს ამ დრამატულ ისტორიაში, გაანალიზებულია
ფედრას პერსონაჟის ფსიქოლოგიური სიღრმეები, ნაჩვენებია ფედრას შინაგანი წინააღმდეგობები, ვნების და
მოვალეობის კონფლიქტი, სირცხვილი, დანაშაული და მათი როლი ფედრას ტრაგიკულ ბედისწერაში. ნაშრომი
იკვლევს რასინის მიერ არჩეული კლასიციზმის ტრადიციებს, რომელთა მეშვეობითაც ავტორი გმირის კათარსისს
გვიჩვენებს და აღწერს, როგორ გადადის პერსონაჟი აკრძალული სიყვარულის ვნებიდან თვითშემეცნებისა და
სულიერი განწმენდის ეტაპზე.