კვლევა და ანალიზი მსოფლიოსა და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, რჩევები და რეკომენდაციები

Main Article Content

თამარ ჩაჩანიძე

ანოტაცია

სამეცნიერო სტატიაში გადმოცემულია მსოფლიოსა და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის
ფუნქციონირების კვლევისა და ანალიზის შედეგები. მოცემულია კვლევის შედეგებზე დაფუძნებული, ფასიანი
ქაღალდების ბაზრის ეფექტიანი განვითარებისათვის საჭირო, შესაბამისი რჩევები და რეკომენდაციები. აღწერილია
ფასიანი ქაღალდების მსოფლიო ბაზრის განვითარების მიმდინარეობა და მისი დღევანდელი მდგომარეობა.
დადგენილია, რომ ფასიანი ქაღალდების თანამედროვე მსოფლიო ბაზრის განვითარება, გარდა საერთო
ეკონომიკური ტენდენციებისა, ხასიათდება აგრეთვე სპეციფიკური ტენდენციებითაც, რაც შესამჩნევ გავლენას
ახდენენ საფონდო ბირჟაზე და გლობალური ბაზრის საბაზრო კაპიტალიზაციაზე. მოცემულია ბირჟების მსოფლიო
ფედერაციის 2019 წლის ანგარიშის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს ქვეყნების კლასიფიცირება საფონდო
ბაზრების კონცენტრაციის მიხედვით, რომელიც ლიდერობის მხრივ შემდეგნაირად ლაგდება: ამერიკის
შეერთებული შტატები, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია და კანადა, შვეიცარია და
ავსტრალია და სხვა ქვეყნები.
სტატიაში მოყვანილია ნიუ-იორკის, ტოკიოს და ლონდონის საფონდო ბირჟების კაპიტალიზაციისა და
ტრანზაქციების მონაცემები, მათი მიმდინარე ინდექსის მნიშვნელობები. კვლევისა და ანალიზის გარკვეული
ნაწილი სტატიაში ეთმობა საქართველოს საფონდო ბირჟას, მის დაფუძნებას, ლიცენზირებას, საფონდო ბირჟის
ინფრასტრუქტურას, ინდექსს, საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში მოქმედ კომპანიებს და საერთო საბაზრო
კაპიტალიზაციას, საინვესტიციო გარემოს.
სტატიის დასასრულს მოცემულია დავასკვნები, რეკომენდაციები და რჩევები რაც გამოიწვევს ბაზრის
აქციებზე მოთხოვნების, ფასებისა და კაპიტალიზაციის ზრდას.

საკვანძო სიტყვები:
ფასიანი ქაღალდი, ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ბაზარი, ნაციონალური ბაზარი, საფონდო ბირჟა, ინდექსი, აქცია, ფასიანი ქაღალდების ბაზრის კაპიტალიზაცია, პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ტრანსნაციონალური კაპიტალი, მარეგულირებელი ჰარმონიზაცია და ცენტრალიზაცია.
გამოქვეყნებული: მარ 15, 2025

Article Details

სექცია
ეკონომიკა