ჯანმრთელობის ფსიქოლოგია - სიკვდილის შიში თუ სიცოცხლის დაზღვევა
Main Article Content
ანოტაცია
რამდენად მზადაა ფსიქოლოგიურად საზოგადოება, მიიღოს ის რეალობა, რასაც ხელოვნურად შექმნილი
ორგანოები ჰქვია? დღეს სამწუხაროდ საზოგადოება ფსიქოლოგიურად არაა მზად და არც არის მათთვის ცნობილი,
თუ როგორ შეიძლება გადაარჩინონ ახლოებლი ადამიანების სიცოცხლე. ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები არიან
დედები. მხოლოდ დედები და ორსულები არიან ფსიქოლოგიურად მზად, დაინახონ ის გარღვევა რაც შეიძლება
ღეროვანმა უჯრედმა გამოიწვიოს მედიცინაში. ძალიან დიდი გავლენა ექნება სახელმწიფოს და მეტ ინფორმაციას
ამის შესახებ, რადგან ადამიანის ფსიქოლოგია ხომ ასეა მოწყობილი, რაც მეტი კომუნიკაციაა, მით უფრო ახდენს
გავლენას ყველაფერი მათ ქცევაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ღეროვანი უჯრედების კვლევა და გამოყენება რეგენერაციულ მედიცინაში და
ქრონიკული დაავადებების მკურნალობა მსოფლიოში იზრდება, არსებობს ეთიკური და რელიგიური დებატები
მათი გამოყენების შესახებ. ჩვენ ვივარაუდეთ, რომ რელიგიურობის დონეს ექნებოდა კავშირი
დამოკიდებულებებთან და მოსაზრებები ღეროვანი უჯრედებისა და მათი გამოყენების შესახებ. რელიგია გავლენას
ახდენს მრავალი ადამიანის ცხოვრებაზე, არჩევანზე და რწმენაზე და რელიგიური მიმართვები გამოყენებულია
ღეროვანი უჯრედების შესახებ დებატებში.