ინფორმაციული სუგესტია, როგორც საინფორმაციო ომის მთავარი მდგენელი

Main Article Content

გიგლა გობეჩია
მაია თუნგია

ანოტაცია

ციფრულ ერაში საინფორმაციო ომი გავლენის მოპოვების მთავარ ინსტრუმენტად იქცა. მისი მძიმე შედეგი
სამიზნე ობიექტისთვის მით უფრო დამანგრეველია, რაც უფრო მეტია სუგესტიის მდგენელი. ეს თანაბრად
ვრცელდება როგორც სახელმწიფოებზე, ისე ცალკე აღებულ ორგანიზაციებზე, რომლებიც ერთმანეთთან
საინფორმაციო ომში არიან ჩართულები. სტრატეგიული უპირატესობის მოპოვება სწორედ საინფორმაციო ომის
სწორად დაგეგმვასა და წარმართვაზე გადის. სწორი სტრატეგიით შერჩეული და შემდგომში ასეთივე ტაქტიკით
წარმართული თუნდაც შორეულ წარსულში დაწყებული საინფორმაციო ომი საბოლოო ჯამში დასახულ მიზანს
მაინც აღწევს სწორედ სუგესტიური მომენტის დიდი დოზის გამო.
წინამდებარე ნაშრომი ერთგვარად პირველი მცდელობაა საინფორმაციო ომის განსხვავებული რაკურსით
წარმოდგენისა და გააზრებისათვის.

საკვანძო სიტყვები:
საინფორმაციო ომი, ინფორმაციული სუგესტია, მანიპულაცია, ნლპ, 25-ე კადრი.
გამოქვეყნებული: მარ 15, 2025

Article Details

სექცია
ჟურნალისტიკა და ინფორმაცია