შიდა აუდიტი - კონტროლის ეფექტური მექანიზმი

Main Article Content

თინათინ დოლიაშვილი
ვახტანგ ნადირაძე

ანოტაცია

შიდა აუდიტი არის დაწესებულების საქმიანობის გაუმჯობესებისკენ, მისი მიზნების მიღწევის
უზრუნველყოფისა და მისი ამოცანების სრულყოფილად შესრულებისკენ მიმართული დამოუკიდებელი,
ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობა.
შიდა აუდიტი წარმოადგენს საშუალებას, რომელიც აწვდის დაწესებულების ხელმძღვანელს დამოუკიდებელ
რწმუნებას იმისა, რომ დაწესებულების შიგნით არსებული კონტროლის მექანიზმები აღწევენ დასახულ მიზნებს და
რისკების მართვა ეფექტურად ხორციელდება. შიდა აუდიტის საქმიანობა მოიცავს დაწესებულების მთელი რიგი
აქტივობებისა და პროცესების შეფასებას, რათა უზრუნველყოს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის
შესაბამისობა მიზნებთან, წესებთან, სტანდარტებთან და გონივრულ ფინანსური მართვის პრინციპებთან.
როგორც მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, უწყვეტ პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული
ღონისძიებები აამაღლებს ბუღალტრების და აუდიტორების კვალიფიკაციას საქართველოში და რაც
მნიშვნელოვანია, გაზრდის სამოქალაქო საზოგადოების ნდობას პროფესიის მიმართ.

საკვანძო სიტყვები:
შიდა აუდიტი, მიზნები, კონტროლი, დამოუკიდებელი.
გამოქვეყნებული: მარ 15, 2025

Article Details

სექცია
მენეჯმენტი და ადმინისტრირება