საკლასო მართვის გამოწვევები და მათი დაძლევის სტრატეგიები ინგლისური ენის გაკვეთილზე

Main Article Content

ირინა ნოზაძე

ანოტაცია

კლასის მართვის ეფექტიანობა ერთ-ერთი მთავარი პირობაა დაწყებით განათლებაში სწავლის დადებითი
შედეგების მისაღწევად. მოცემულ სტატიაში ვიკვლევთ თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეოთხე კლასების
ინგლისურის გაკვეთილებზე დაკვირვების შედაგად კლასის მართვის გამოწვევებს და მათ გადასაჭრელად
განვიხილავთ პრაქტიკული ინტერვენციის სტრატეგიებს. ხშირია დამამცირებელი ქცევები, მათ შორის ყვირილი,
ფიზიკური აგრესია, მითითებების შესრულებაზე უარის თქმა და მოტივაციის ნაკლებობა, რაც ხელს უშლის, როგორც
სწავლებას ასევე სწავლას. კვლევაში ვიყენებთ შერეული მეთოდების მიდგომას, რომელიც აერთიანებს დაკვირვებებს,
ინტერვიუებს, ფოკუს ჯგუფებს და კითხვარებს მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან. დასკვნების
საფუძველზე შეიქმნა და განხორციელდა საკლასო ინტერვენციების ერთობლიობა, როგორიცაა "კლასის
კონსტიტუცია", "ცერები მაღლა/დაბლა", "სიტყვის რუკა", "სწავლა კეთებით" და "თამაშების დრო". ეს სტრატეგიები
ხელს უწყობს მოსწავლეების პასუხისმგებლობას, აძლიერებს დისციპლინას და ზრდის სწავლის მოტივაციას.
შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ ამ მეთოდების თანამიმდევრულმა გამოყენებამ არა მხოლოდ შეამცირა
არასასურველი ქცევები, არამედ გააუმჯობესა მოსწავლეთა ჩართულობა და გააძლიერა მასწავლებელთა-მშობლების
თანამშრომლობა. სტატიაში განხილულია მასწავლებლების აქტიური როლის მნიშვნელობა შინაგანი მოტივაციის
ხელშეწყობასა და ასაკის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენებაში, რომლებიც მორგებულია მოსწავლეთა
განვითარების საჭიროებებზე.

საკვანძო სიტყვები:
კლასის მართვა, მოტივაცია, დისციპლინა, დაწყებითი საფეხური, ინტერვენცია.
გამოქვეყნებული: ოქტ 3, 2025

Article Details

სექცია
განათლების მეცნიერება