გადაუდებელი სწრაფი შესყიდვების სისტემის ანალიზი და განვითარების შესაძლებლობები

Main Article Content

გიორგი ჭუმბაძე

ანოტაცია

გადაუდებელი სწრაფი შესყიდვების სისტემა წარმოადგენს თანამედროვე სახელმწიფო და კერძო
ორგანიზაციების საქმიანობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, რომელიც პირდაპირ ასახავს პროცესიების
ეფექტიანობას, გამჭვირვალობას და რესურსების ოპტიმიზაციას. ეკონომიკური და გლობალური ცვლილებების
პირობებში, სახელმწიფო მმართველობისა და საჯარო სექტორის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად განისაზღვრება
სწორედ შესყიდვების პროცესების მართვის სისწრაფითა და ხარისხით. გადაუდებელი შესყიდვები განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია ისეთ დროს, როდესაც აუცილებელია სწრაფი რეაგირება. ასეთებს მიეკუთვნება: სხვადასხვა სახის
კრიზისული სიტუაციეი, ბუნებრივი კატასტროფები, პანდემიები, საომარი მდგომარეობა და სხვ. რაც საჭიროებებს
დაუყოვნებელ რეაგირებას. სტატიაში განხილულია გადაუდებელი სწრაფი შესყიდვების სისტემის არსებული
მდგომარეობა, სისტემური ნაკლოვანებები და გამოწვევები, რამაც შეიძლება შეაფერხოს პროცესების ოპტიმიზაცია და
გამოიწვიოს რესურსების არასაჭირო ხარჯვა. კვლევა ეფუძნება, როგორც ქართული გამოცდილების ანალიზს, ისე
საერთაშორისო პრაქტიკების შესწავლას, რაც იძლევა სისტემური პრობლემების იდენტიფიკაციის, არსებული
პრაქტიკის შეფასებისა და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას. საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ
თანამედროვე სწრაფი შესყიდვების სისტემებში წარმატებით იყენებენ ციფრულ პლატფორმებს, ავტომატიზებულ
მონიტორინგს, ელექტრონულ ტენდერებსა და ეფექტურ კომუნიკაციის არხებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის
პროცესების გამჭვირვალობას და უზრუნველყოფს რესურსების უკეთეს განაწილებას. სტატიაში განვიხილავთ
ნორმატიული და კანონმდებლობითი ბაზას, რომელიც განსაზღვრავს გადაუდებელი შესყიდვების პროცესს
საქართველოში, ისეთი თანდართული პროცესებით, როგორიცაა: შესყიდვების სიჩქარე, კონტროლი,
ანგარიშვალდებულება და მონიტორინგის მექანიზმები. სტატიაში ყურადღება არის გამახვილებული ციფრული
ტექნოლოგიების როლზე სწრაფი შესყიდვების სისტემაში. თანამედროვე ელექტრონული პლატფორმები, მონაცემთა
ანალიზი და ავტომატიზებული პროცესები მნიშვნელოვნად ამცირებს ადმინსტრაციულ ბიუროკრატიულ ტვირთს,
ზრდის გადაწყვეტილების მიღების სიჩქარეს და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კონტროლის შესაძლებლობებს.
კვლევის ფარგლებში წარმოდგენილია შესაძლო პრაქტიკული რეკომენდაციები სისტემის ეფექტურობის
გაზრდისთვის, მათ შორის პროცესების სტანდარტიზაცია, თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება,
ინტეგრირებული მონიტორინგის სისტემების დანერგვა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის ადაპტაცია. ასევე,
კვლეისას ყურადღება გამახვილებულია ეკონომიკურ ეფექტიანობაზე. გადაუდებელი შესყიდვების ოპტიმიზაცია
იძლევა შესაძლებლობას რესურსების ეფექტურად გამოყენების, ხარჯების შემცირების და დაფინანსების უფრო
მიზნობრივი განაწილებისათვის. სტატიაში განხილულია ასევე სოციალური და მმართველობითი ეფექტები, მათ
შორის, გამჭვირვალობის ზრდა, კორუფციის რისკების შემცირება და სარგებლიანობის გაზრდა მოსახლეობისათვის.

საკვანძო სიტყვები:
გადაუდებელი შესყიდვები, სწრაფი შესყიდვების სისტემა, ეფექტიანობა, ოპტიმიზაცია, მმართველობა, ციფრული ტექნოლოგიები, საერთაშორისო პრაქტიკა, რესურსების მართვა, საჯარო ადმინისტრირება
გამოქვეყნებული: ოქტ 3, 2025

Article Details

სექცია
ეკონომიკა