პიროვნული თვითშეფასების განმსაზღვრელი შინაგანი და გარეგანი ფაქტორები

Main Article Content

ნინო ბერუაშვილი

ანოტაცია

სტატიაში გადმოცემულია პიროვნების თვითშეფასებაზე ზემოქმედების შინაგანი და გარეგანი ფაქტორების
ანალიზი. კვლევაში მონაწილეობდა 300 ცდისპირი, რომელთა ასაკიც 18 წლიდან იწყებოდა. კვლევის ამოცანებად
განისაზღვრა თვითშეფასებაზე მოქმედი ფაქტორების თეორიული ანალიზი და ემპირიული კვლევა,
მეთოდოლოგიური ინსტრუმენტების შერჩევისა და შემუშავების საფუძველზე. კვლევაში გამოყენებულ იქნა
როზენბერგის თვითშეფასების კითხვარი და კეტელის კითხვარი. ძირითადი ვექტორი მიმართული იყო კეტელის
კითხვარში გამოყოფილ 16 ფაქტორსა და თვითშეფასებას შორის ურთიერთკავშირის დადგენაზე. შედეგების
მიხედვით, თვითშეფასების მაჩვენებელი მჭიდროდ არის დაკავშირებული ინდივიდის პიროვნულ
მახასიათებლებთან. ეს კავშირი იმ ფორმატით ვლინდება, რომელშიც თვითშეფასების ცვლილებაზე ზეგავლენას
ახდენს არა ერთი რომელიმე ან რამდენიმე ფაქტორი, არამედ კომპლექსური და ერთდროული პროცესი. ფაქტორული
ანალიზის მიხედვით ერთად მოქმედ ჯგუფში გაერთიანდა 16-დან 14 ფაქტორი, გარდა დომინანტობა
დაქვემდებარებულობის ფაქტორისა და ფრუსტრირებულობის ფაქტორისა. ეს ორი უკანასკნელი ფაქტორი ცალკე
ჯგუფად გამოიყო და ერთმანეთთან მაღალი დამოკიდებულება აჩვენა. რეგრესიული ანალიზით შეფასდა
თვითშეფასებაზე ასაკისა და ინდივიდის პიროვნული მახასიათებლების ზემოქმედება. ერთ შემთხვევაში, ანალიზი
ჩატარდა პიროვნული მახასიათებლების გამსხვილებულ 4 ჯგუფთან მიმართებაში და მეორე შემთხვევაში,
პიროვნული მახასიათებლების თექვსმეტივე ფაქტორთან. პირველ შემთხვევაში, ზემოქმედების მაჩვენებელი იყო
52,5% და მეორე შემთხვევაში, 75,2%. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ თვითშეფასებაზე ზეგავლენას ახდენს
როგორც ინდივიდუალური, ისე ერთმანეთთან კომბინაციაში არსებული თითქმის ყველა ფაქტორი.

საკვანძო სიტყვები:
თვითშეფასება, დაბალი თვითშეფასება, ადექვატური თვითშეფასება, მაღალი თვითშეფასება, ფაქტორი.
გამოქვეყნებული: ოქტ 3, 2025

Article Details

სექცია
ფსიქოლოგია