შპს ,,საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების’’ ფინანსური შედეგების ანალიზი 2019-2023 წლებში და მათი გავლენა ფინანსური მდგრადობის ძირითად მახასიათებლებზე
Main Article Content
ანოტაცია
ბიზნეს სუბიექტის ფინანსების მართვის ორგანიზაციული სტრუქტურა მასში შემავალი სამსახურებისა და
საფინანსო ინფორმაციის მოძრაობის არხების განსაზღვრული წესით მოწესრიგებული ერთობლიობაა, რომელიც
ჩატარებული ფინანსური ანალიზის შედეგების მიხედვით უზრუნველყოფს ოპტიმალური მენეჯერული
გადაწყვეტილებების მიღებასა და მათ ოპერატიულ შესრულებას. შესაბამისად, ფინანსური მდგომარეობის ანალიზის
დროს საჭიროა სპეციალური ანალიტიკური ინსტრუმენტების ნაკრების გამოყენება, რომლითაც შესაძლებელი იქნება
ბიზნეს სუბიექტის ფინანსური ჯანმრთელობისა და მისი ფინანსური არასიჯანსაღის გამოვლენა-შეფასება. ამისათვის
ვსარგებლობთ შემდეგი ძირითადი ფინანსური კოეფიციენტების ჯგუფებით, ანუ ინდექსებით: ლიკვიდურობის,
ფინანსური მდგრადობის, რენტაბელობის, საქმიანი აქტიურობისა და ფულადი ნაკადების კოეფიციენტები - ინდექსები.
შპს ,,საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების’’ ხუთ წლიანი პერიოდის ფინანსური ანგარიშგების მასალის
გაანალიზების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბიზნეს სუბიექტის ფინანსური მდგრადობა მისი ფინანსური
შედეგების მიხედვით 2019-2023 წლებში დამაკმაყოფილიებელია, ვინაიდან აეროპორტები ვითარდება, როგორც
ინფრასტრუქტურულად, ისე საქმიანობის მიხედვით.