გეოგრაფია, როგორც მედიის ანალიზის ინსტრუმენტი

ავტორები

  • მაია ბლიაძე

საკვანძო სიტყვები:

გეოგრაფია, კარტოგრაფია, GIS, მედიაწიგნიერება, ყალბი ამბები, კრიტიკული ანალიზი, დეზინფორმაცია.

ანოტაცია

თანამედროვე საინფორმაციო სივრცეში ყალბი (ცრუ) ამბების გავრცელება მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის
დემოკრატიულ საზოგადოებებსა და გლობალურ უსაფრთხოებას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ
შემთხვევებს, როდესაც დეზინფორმაცია უკავშირდება გეოგრაფიულ ობიექტებს, საზღვრებს, კლიმატურ მოვლენებსა
და მიგრაციულ პროცესებს. აღნიშნულ სტატიაში განიხილება გეოგრაფიის, და განსაკუთრებით კარტოგრაფიისა და
GIS ტექნოლოგიების, როლი მედიის კრიტიკული ანალიზისა და ყალბი ამბების გამოვლენის პროცესში.
წარმოდგენილია რეალური მაგალითები პოლიტიკურად ან ემოციურად მიკერძოებული რუკების გამოყენების
შესახებ, ასევე აღწერილია, როგორ შეუძლია გეოგრაფიულ განათლებას და სივრცით აზროვნებას ხელი შეუწყოს
მედიაწიგნიერების გაძლიერებას. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია მედიის კრიტიკული კარტოგრაფიის,
სივრცითი კონტრასტების ანალიზისა და საგანმანათლებლო აქტივობების ინტეგრირების პრაქტიკულ გზებზე, რაც
გეოგრაფიას დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიან ინსტრუმენტად გარდაქმნის.

Downloads

გამოქვეყნებული

2025-10-03

გამოცემა

სექცია

დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები