წრფივი დაპროგრამების ამოცანის ამოხსნა სიმპლექს-მეთოდით

ავტორები

  • მაკა ლომთაძე

საკვანძო სიტყვები:

მიზნის ფუნქცია, ოპტიმალური გეგმა, საყრდენი გეგმა, სიმპლექს-მეთოდი, წრფივი დაპროგრამების ამოცანა, მატრიცა, ბაზისი.

ანოტაცია

თანამედროვე ეპოქაში რთული იქნება ეკონომიკური პროცესების მართვა და კონტროლი მათემატიკური
მეთოდების შესწავლის და გამოყენების გარეშე. თუ გავითვალისწინებთ ეკონომიკის კომპიუტერიზაციის პროცესს,
რომლის დახმარებითაც ურთულესი ეკონომიკური სტრუქტურის რეალური აღწერაა შესაძლებელი, გამოყენებითი
მათემატიკის მეთოდებს გვერდს ვერ ავუვლით. უფრო მეტიც, ეკონომიკური პროცესების მართვისათვის
მათემატიკის ღრმა ცოდნა აუცილებელია. ჩვენი მიზანია, ნაშრომში ვაჩვენოთ მათემატიკური მეთოდების
გამოყენების გზა და შესაძლებლობა ეკონომიკური ამოცანების შესწავლის პროცესში. ეკონომიკის სფეროში
ძირითადად მენეჯერი იღებს გადაწყვეტილებებს. მსხვილ ფირმებს ჰყავთ ანალიტიკოსები, რომელთა დანიშნულებაა
მენეჯერისთვის რთულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღებაში დახმარება. ანალიტიკოსები კი, ძირითადად
გამოყენებითი მათემატიკის სპეციალისტები არიან, რომლებიც ცდილობენ, სამართავ ობიექტზე არსებული რთული
სიტუაცია აღწერონ მათემატიკური მოდელის სახით.

Downloads

გამოქვეყნებული

2025-10-03

გამოცემა

სექცია

მათემატიკა