კალიების გავრცელების დინამიკა და ინტეგრირებული მართვის სტრატეგია აღმოსავლეთ საქართველოს არიდულ ზონებში
Main Article Content
ანოტაცია
ნაშრომი წარმოადგენს 2011-2023 წლების სისტემურ კვლევას აღმოსავლეთ საქართველოს არიდულ ზონებში
გავრცელებული კალიების ეკოლოგიისა და ინტეგრირებული მართვის სტრატეგიების შესახებ. მრავალწლიან
მონიტორინგზე დაფუძნებით გამოვლენილ იქნა ორი ეკონომიკურად მნიშვნელოვანი სახეობა იტალური Calliptamus
italicus და მაროკოული (Dociostaurus maroccanus) კალია. მათ შორის მეტად გავრცელებული და დამაზიანებელი
აღმოჩნდა იტალიური კალია (C. italicus), რომელიც ძირითადად დაფიქსირდა დედოფლისწყაროს, საგარეჯოსა და
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. კვლევა მოიცავდა ფართომასშტაბიან საველე მონიტორინგს (35,000
40,000 ჰა წელიწადში), კოორდინირებული მეთოდებით (კვადრატული და ტრანსექტური გათვლები) ნიმუშების
აღებას, GIS ტექნოლოგიებით ინფექციის ზონების რუკების შექმნას და გარემოსთან კავშირის ანალიზს კლიმატური
ფაქტორების გათვალისწინებით. ჩატარებულ იქნა წამლობითი ღონისძიებები, როგორც ქიმიური (Deltamethrin,
Chlorpyrifos), ისე პილოტურად (300-500 ჰა ფართობზე) ბიოლოგიური (Metarhizium acridum) საშუალებებით,
რომელთა ეფექტურობა 74-98%-ის ფარგლებში მერყეობდა. სტატისტიკურმა ანალიზმა წლების მიხედვით აჩვენა
მავნებლის გავრცელების მნიშვნელოვანი განსხვავებები (p < 0.05), რაც კლიმატურ პირობებსა და სახეობრივი
დინამიკის ცვლილებებს უკავშირდება. ინტეგრირებული მართვის ღონისძიებებმა, რომელიც მოიცავდა მავნებლების
ადრეულ გამოვლენას, ზონალური რუკების შედგენას და მიზნობრივ მკურნალობას, მნიშვნელოვნად შეამცირა
მოსავლის დანაკარგები. წარმოდგენილი მონაცემები ადასტურებს, რომ კალიების საწიონააღმდეგო ღონისძიებების
ეფექტიანი მართვა საჭიროებს მრავალწლიან, ინტეგრირებულ სტრატეგიებს, რომლებიც აერთიანებს ტექნოლოგიურ,
ქიმიურ და ბიოლოგიურ კომპონენტებს, განსაკუთრებით კლიმატურად მოწყვლად რეგიონებში, როგორიცაა
აღმოსავლეთ საქართველოს არიდული ზონა.