სასტუმრო მომსახურების პერსონალის სტრატეგიული მართვა ინოვაციურ მიდგომებზე დაყრდნობით
Main Article Content
ანოტაცია
სტატიაში განხილულია სასტუმრო მომსახურების ინდუსტრიის სწრაფი ზრდა გლობალურ ეკონომიკაში,
რასაც სულ უფრო მეტად თან ახლავს მომსახურების ხარისხზე კომპანიების მზარდი ყურადღების გამახვილება. ეს
ტენდენცია ხაზს უსვამს ინოვაციურ მიდგომებზე დაფუძნებული ადამიანური რესურსების სტრატეგიული მართვის
კრიტიკულ საჭიროებას. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ პერსონალის დაქირავება, შენარჩუნება და განვითარება
ინტეგრირებული იყოს მენეჯმენტის გრძელვადიან სტრატეგიულ დაგეგმვაში. კვლევის მიზანია სასტუმროს
მომსახურე პერსონალის სტრატეგიულ მენეჯმენტში პოტენციური გამოწვევების იდენტიფიცირება და ამ
გამოწვევების გადაჭრის ინოვაციური მიდგომების განსაზღვრა. ასევე, ცნობიერების ამაღლება სასტუმროს
პერსონალისგან მოსალოდნელი პიროვნული თვისებების, მახასიათებლების, კომპეტენციებისა და სპეციფიკური
მოთხოვნების კომპლექსური ნაკრების შესახებ. პერსონალის სტრატეგიული მართვის პროცესში გამოვლინდა და
შეფასდა შემდეგი ასპექტები:
თითოეული თანამშრომლის უნიკალურ ინდივიდად აღიარების მნიშვნელობა;
პერსონალის ფსიქოლოგიურ ასპექტებზე ფოკუსირების აუცილებლობა.
შესაბამისად, ავტორები გვთავაზობენ, რომ სასტუმრო კომპანიებში სტრატეგიული მენეჯმენტის
განხორციელება ეფუძნებოდეს შემდეგ ინოვაციურ მიდგომებს:
1. „ფირმის რესურსებზე დაფუძნებული ხედვა“;
2. პერსონალის „ჰოლისტიკური“ განვითარება.
თანამედროვე პირობებში, ეს მიდგომები უპირობოდ განიხილება შემოქმედებითი და ინოვაციური ფორმულირებით.
ისინი ხელს უწყობენ პერსონალის თვისებების იდენტიფიცირებას, ასევე მათი პოტენციური შესაძლებლობებისა და
კომპეტენციების აღმოჩენას, შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ეს ვითარება მეტად მნიშვნელოვანია,
რადგან იცვლება, როგორც თანამშრომლებისადმი წაყენებული მოთხოვნები, ასევე - კომპანიის პერსონალი თავისი
მახასიათებლებით. ღირებულებები, კულტურა, ეთიკა და ნორმები უნდა ახლდებოდეს მთლიანობაში, და არა
მხოლოდ ტექნოლოგიაში. მხედველობაშია, სასტუმრო კომპანიისთვის მეტად ღირებული - პერსონალის აქტივი.
საბოლოო ჯამში, ეს იწვევს თანამშრომლების მაღალი უკუგებით მუშაობას და, შესაბამისად, სასტუმროს
მომსახურების უფრო მაღალ ხარისხს.