ოჯახური აღზრდის სტილის გავლენა მოზარდის ფსიქოსოციალურ ადაპტაციაზე

Main Article Content

ნინო მეშველიანი
სოფიო თევდორაძე

ანოტაცია

მოზარდობის პერიოდში ფსიქოსოციალური ადაპტაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც
ემოციური კეთილდღეობის, ისე ქცევითი სტაბილურობის ჩამოყალიბებაში. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად,
რომელიც შეიძლება ზეგავლენას ახდენდეს ამ პროცესზე, განიხილება მშობლის აღზრდის სტილი. წინამდებარე
ნაშრომი ეძღვნება იმის დადგენას, თუ რამდენად უკავშირდება მშობლის აღზრდის სტილი მოზარდების
ფსიქოსოციალური ადაპტაციის ინდიკატორებს: თვითშეფასებას, შფოთვის (პიროვნული და სიტუაციური) დონეებს,
სოციომეტრიულ სტატუსსა და კოპინგის სტრატეგიებს. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ თვითშეფასება, შფოთვა და
სოციომეტრიული სტატუსი მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა აღზრდის სტილების მიხედვით. განსხვავებები
გამოვლინდა მხოლოდ კოპინგის სტრატეგიებში: ავტორიტეტული სტილით აღზრდილი მოზარდები უფრო მეტად
მიმართავდნენ პრობლემაზე ორიენტირებულ მიდგომებს, ხოლო ნებისდამრთველი სტილი ასოცირდებოდა
ემოციაზე ორიენტირებულ სტრატეგიებთან. დაფიქსირდა ასევე სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირი
პიროვნულ და სიტუაციურ შფოთვას შორის (r = .427, p < .001). ეს შედეგი მიუთითებს, რომ ადამიანი, რომელსაც
ახასიათებს ხანგრძლივი და სტაბილური შფოთვა, უფრო მეტად არის მიდრეკილი კონკრეტულ სიტუაციებში
დროებითი განგაშისა და დაძაბულობის განცდისკენ. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მშობლის აღზრდის
სტილი, როგორც მოზარდის ფსიქოსოციალური ფუნქციონირების ერთ-ერთი შესაძლო განმსაზღვრელი, უშუალოდ
აისახება მხოლოდ კოპინგის სტრატეგიებზე. სხვა ინდიკატორები უფრო მრავალფაქტორულ გავლენას
ექვემდებარება, მათ შორის თანატოლთა ზეგავლენას, სკოლის სოციალურ კლიმატს, ასაკობრივ-ემოციურ
თავისებურებებსა და კულტურულ კონტექსტს.

საკვანძო სიტყვები:
მოზარდი, ფსიქოსოციალური ადაპტაცია, აღზრდის სტილი, თვითშეფასება, შფოთვა, კოპინგ სტრატეგიები, სოციომეტრია.
გამოქვეყნებული: ოქტ 3, 2025

Article Details

სექცია
ფსიქოლოგია