გადაწყვეტილების მიღების მეთოდი და რეკომენდაციები საფონდო ბირჟის ტერმინალის შერჩევა-გამოყენებისათვის
Main Article Content
ანოტაცია
დღეს, ბროკერების რაოდენობა ფინანსურ ბაზარზე უზარმაზარია, რაც ქმნის ფინანსური მენეჯმენტის ერთგვარ
პრობლემას და ფაქტობრივად გაურკვევლობის სიტუაციას უტოლდება. შესაბამისად, რთულდება ინვესტორების
მხრიდან შუამავალთან ხელშეკრულების გაფორმების ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღების პროცესი. თანამედროვე
საინფორმაციო ტექნოლოგიების მიზანმიმართული გამოყენება ქმნის საფონდო ბირჟის ფინანსური მენეჯმენტის ახალ
შესაძლებლობებს. ასეთი ტექნოლოგიები საფონდო ბირჟას აწვდის გადაწყვეტილების მიღების ეფექტიან წესებს
გაურკვევლობის სიტუაციაში შექმნილ ცვალებად გარემოსთან ადაპტირებისათვის. სტატიაში განხილულია
შუამავლების მიერ დღეისათვის ყველაზე გამოყენებადი საბირჟო ტერმინალების მახასიათებელი თვისებების, მათი
გამოყენებადობის ხარისხის და რისკის შემცველობის ანალიზი. ანალიზის საფუძველზე დამუშავებულია ტერმინალის
შერჩევა-გამოყენების გადაწყვეტილების მიღების ახალი მეთოდი და რეკომენდაცია.