ავტორთა გზამკვლევი
გამოსაქვეყნებელი ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- სამეცნიერო სტატია შეიძლება დაწერილი იყოს ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე;
- ნაშრომს უნდა ახლდეს შესაბამისი სპეციალობის მეცნიერებათა დოქტორის რეცენზია;
- ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს Sylfaen შრიფტით;
- შრიფტის ზომა 10, ინტერვალით ერთი;
სტატიის გაფორმების საფეხურები:
- სტატია იწყება სათაურით (შრიფტის ზომა - 12, ბოლდი).
- ავტორების სახელი და გვარი სრულად.
- თითოეული ავტორის სამუშაო ადგილი (უნივერსიტეტი, დეპარტამენტი), ქვეყანა და ელ-ფოსტა.
- იმავე ენაზე რეფერატი (შრიფტის ზომა - 9)
რეფერატი უნდა შეიცავდეს:
- სამუშაოს საგანი, თემა, მიზანი;
- სამუშაოს ჩატარების მეთოდი ან მეთოდოლოგია;
- სამუშაოს შედეგები;
- შედეგების გამოყენების სფერო;
- დასკვნები.
- საკვანძო სიტყვები (შრიფტის ზომა - 9)
- სტატია
სტატია (შრიფტის ზომა - 10) უნდა იყოს სტრუქტურირებული და უნდა შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისგან: შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა.
- გამოყენებული ლიტერატურა (შრიფტის ზომა - 9).
გამოყენებული ლიტერატურის შემდეგ განთავსდეს რეფერატი სხვა ენაზე (თუ სტატია ქართულია ინგლისურად და თუ სტატია ინგლისურადაა ქართულად).
გამოყენებული ლიტერატურა გაფორმებული უნდა იყოს ბიბლიოგრაფიული სტანდარტის მიხედვით, კერძოდ:
- ავტორი, ა.ა., ავტორი, ბ.ბ., & ავტორი, გ.გ. (2005). სტატიის სათაური. ჟურნალის დასახელება, ნომერი 10(2), გვ. 49-53. ISSN.
მაგალითად:
- დავით ივერიელი, გიორგი ქართველი. (2023). ცოდნის შეფასების გადაწყვეტილების მიღების ლოგიკურ-მათემატიკური მოდელი. საერთაშორისო პერიოდული სამეცნიერო ჟურნალი „ინტელექტი“ No 3(75), გვ. 234–239 ISSN 1512-0333.
- Author, A.A., Author, B.B., & Author, C.C. (2005). Title of article. Title of Journal, 10(2), 49-53.
For example:
- David Iverieli, George Kartveli. (2023). Logical-mathematical model for decision-making of assessment of knowledge. International Periodicals Scientific Journal “Intelecti” No 3(75), pp. 234–239 ISSN 1512-0333.
- ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 4 ნაბეჭდ A4 ზომის გვერდს, თანდართული ძირითადი ლიტერატურის ჩამონათვალით (არა უმეტეს 8-10 დასახელებისა) და რეფერატის ჩათვლით;
- ნაშრომი უნდა მოგვაწოდოთ ელ-ფოსტით მისამართზე: intelecti1997@gmail.com
- ნაშრომის პირველი გვერდის დასაწყისში უნდა აღინიშნოს, მეცნიერების რომელ დარგს მიეკუთვნება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონებზე:
გურამ ჩაჩანიძე - 599 578616; ქეთევან ნანობაშვილი - 599 546705.