ერის რეგენერაციული ენერგიის და განვითარების პოტენციალის ინდექსის (NEDPI) კვლევა და მათემატიკური კონვერტაცია
Main Article Content
ანოტაცია
XXI საუკუნის გლობალიზაციამ, დემოგრაფიულმა ტრანსფორმაციამ და მიგრაციულმა ტექტონიკურმა
ძვრებმა მსოფლიო ახალი ეგზისტენციალური გამოწვევების წინაშე დააყენა. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს 2030
წლის დღის წესრიგი და მისი მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs) აღიარებენ მოსახლეობის დინამიკის
გლობალურ გავლენას, ტრადიციული მაკროეკონომიკური ინდიკატორები ვეღარ ასახავენ ერის გადარჩენის,
თვითაღდგენისა და გრძელვადიანი მდგრადობის რეალურ შიდა რესურსს. წინამდებარე ნაშრომი აყალიბებს
სრულიად ახალ, ინოვაციურ ანალიტიკურ ჩარჩოს - გლობალურ ეთნო-რეგენერაციულ ენერგეტიკას და მის მთავარ
საზომ ინსტრუმენტს: ერის ენერგიისა და განვითარების პოტენციალის ინდექსს (NEDPI). ეს მოდელი ეფუძნება
საქართველოს, როგორც კრიტიკული დემოგრაფიული, გეოპოლიტიკური და მიგრაციული წნეხის ქვეშ მყოფი
ქვეყნის, სიღრმისეულ ემპირიულ კვლევას. ნაშრომის უპირატესი მიზანია, გაეროს წევრ სახელმწიფოებს,
განსაკუთრებით კი მცირე ერებსა და განვითარებად ეკონომიკებს, მისცეს უნივერსალური, პრაქტიკული
სახელმძღვანელო. გამოყენების სფერო: NEDPI მოდელის ინტეგრირება გაეროს სტრატეგიებში (კერძოდ, სიღარიბის
აღმოფხვრის, ჯანდაცვის, მდგრადი ქალაქებისა და ძლიერი ინსტიტუტების მიზნებში - SDG და ა.შ.) საშუალებას
მისცემს საერთაშორისო თანამეგობრობას, ადრეულ ეტაპზევე მოახდინოს ეროვნული ენტროპიის იდენტიფიცირება
და აამოქმედოს სახელმწიფოს თვითაღდგენის მექანიზმები. მეთოდოლოგია: NEDPI-ს ფილოსოფიური და
მათემატიკური საფუძველი, გაეროს მდგრადი განვითარების პარადიგმები და პოსტულატები.