მწერალ ვალერი ჭალიძის პუბლიცისტიკის იდეურ-თემატური თავისებურებანი

Main Article Content

მონიკა ჯიჭონაია

ანოტაცია

ამერიკასა თუ ევროპაში მოღვაწე ქართველმა ემიგრანტებმა თავის დროზე დიდი წვლილი შეიტანეს
საკუთარი და სხვათა იდეოლოგიური მარწუხებისგან მორალურად გათავისუფლების საქმეში. მათში ზნეობრივმა
პროტესტმა და დაპირისპირებამ უსამართლობის წინააღმდეგ სხვადასხვა ფორმით იჩინა თავი. ქართული
წარმომავლობის ემიგრანტ მწერალთა შორის, რომლებიც ღირსეულად იდგნენ სიმართლის სადარაჯოზე და
თავიანთი სიტყვითა თუ საქმით ამტკიცებდნენ საზოგადოების, ადამიანთა უფლებების დაცვის აუცილებლობას,
აღსანიშნავია მწერალი ვალერი ჭალიძე (1938-2018). მისი ყოველი ნაშრომი, უპირველეს ყოვლისა, პიროვნების
მოქალაქეობრივ მოვალეობებზეა კონცენტრირებული და სამართლიანობის ძიების აქტიურ მცდელობას
წარმოადგენს.

საკვანძო სიტყვები:
ემიგრანტი, ადამიანის უფლებები, ქართული, უფლებები.
გამოქვეყნებული: მარ 11, 2026

Article Details

სექცია
ენის დაუფლება