ანთროპოგენული დაბინძურების გავლენა „C“ ვიტამინის შემცველობაზე ხახვის ფოთლებში

Main Article Content

მზია გურული

ანოტაცია

ვიტამინები - ანუ სასიცოცხლო ამინები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადამიანთა და ცხოველთა
ორგანიზმების სიცოცხლესა და განვითარებაზე. უვიტამინოდ ირღვევა მათი ორგანიზმების სასიცოცხლო მოქმედება.
სუნთქვა, უჯრედების კვება, ნივთიერებათა ცვლა, ქვეითდება ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი დაავადებათა
მიმართ. მცირდება შრომის უნარიანობა, ფერხდება ზრდა განვითარება. ორგანიზმი სწრაფად ცვდება (იღლება,
იქანცება). ვლინდება უამრავი მძიმე დაავადება ლეიკემია, რაქიტი, სურავანდი, ბერი-ბერი, ჰემოფილია, ნაადრევი
დაბერება და სიკვდილი. დაბინძურებული გარემო უარყოფით გავლენას ახდენს ყველა ცოცხალ ორგანიზმზე. მათ
შორის მცენარეზე. ხელს უშლის მცენარის ზრდა-განვითარებას, აფერხებს მასში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებს
და ორგანული ნივთიერებების სინთეზს. დღეისათვის გარემოს გამაჭუჭყიანებელი ფაქტორი ძალზედ ბევრია.

საკვანძო სიტყვები:
ვიტამინები; ვიტამინი C; ასკორბინის მჟავა; ქსენობიოტიკები; მცენარეთა ფიზიოლოგია; გარემოს დაბინძურება; იოდომეტრული მეთოდი.
გამოქვეყნებული: მაი 27, 2026

Article Details

სექცია
ბიოლოგია