პერიმენოპაუზის და პოსტემნოპაუზის პერიოდის ქალებში საშვილოსნოს ტანის ლეიომიომის დიაგნოზით ნაოპერაციები შემთხვევების ჰისტოპათოლოგიური კვლევის შედეგების რეტროსპექტული განხილვა
Main Article Content
ანოტაცია
ლეიომიომა წარმოადგენს გენიტალური სისტემის ყველაზე გავრცელებულ კეთილთვისებიან სიმსივნეს,
მისი ზრდა-განვითარების პროცესი დამოკიდებულია ქალის ასაკზე და ჰორმონალურ ბალანსზე, იგი უპირატესად
დამახასიათებელია რეპროდუქციული და პრემენოპაუზის პერიოდის ქალებისთვის. კვლევის მიზანია საშვილოსნოს
ტანის ლეიომიომის დიაგნოზით ექსტირპირებული საშვილოსნოების დანანამტებით, ჰისტოპათოლოგიური
რეტროსპექტული კვლევის შედეგების განხილვა პერიმენოპაუზის და პოსტმენოპაუზის პერიოდის ქალებში.
მეთოდები: კვლევა ჩატარდა რეტროსპექტულად, გამოყენებული იყო მორფოლოგიურ განყოფილებაში ლეიომიომის
დიაგნოზით ექსტირპირებული (დანამატებით და/ან მათ გარეშე) საშვილოსნოების ჰემატოქსილინით და ეოზინით
შეღებილი პრეპარატები: 2016-19წ-ში 51-60 წლის და 60წ ზემოთ (73,03%) ქირურგიის ეროვნული ცენტრის და 1981
90წწ ანალოგიური ასაკის პაციენტების (27,0%) ჩაჩავას კლინიკის მორფოლოგიური განყოფილებებიდან. კვლევის
შედეგები: 2016-19 წწ 51-60 წლის. პაციენტიდან კლინიკურად საშვილოსნოს ლეიომიომის დიაგნოზი დადგენილი
ჰქონდათ 89,2%-ს, უსიმპტომოდ მიმდინარეობდა 10,8%-ში; ხოლო 60 წ. ზემოთ სიმსივნე კლინიკურად გამოვლენილი
იყო 63,4%-ში, უსიმპტომოდ კი - 36,6%. ლეიომიომა ერთი კვანძით აღენიშნებოდა 51-60 წლის. 41,4%, მრავალობითი
კვანძებითი 58,6% პაციენტს, ხოლო 60წლის ზემოთ ერთი კვანძი 39 % და მრავალობითი კვანძები 61 % პაციენტს.
ლეიომიომის კვანძების ოდენობის მიხედვით შემთხვევები დაიყო სამ ჯგუფად: 4სმ-მდე, 4-8სმ-მდე და 8სმ-ზე დიდი
ოდენობის. სიხშირით 4სმ-მდე კვანძები 51-60 წლის-აღინიშნებოდა 47,7%-ში, 60წლის ზემოთ 73,2%-ში; 4-8სმ-მდე
კვანძები 51-60 წლის პაციენტებში 39,6%-ში, 60 წლის ზემოთ 19,5%-ში. 8სმ-ზე დიდი ლეიომიომები 51-60 წლის.
აღინიშნება 12,6%-ში, 60 წლის ზემოთ 7,3%-ში.