უმაღლესი განათლების ხარისხის მართვის სამართლებრივი უზრუნველყოფის პრობლემები და მისი რეგულირების ასპექტები

Main Article Content

ნანა ჩაჩანიძე
ქეთევან ნანობაშვილი

ანოტაცია

ნაშრომში გაანალიზებულია უმაღლესი განალების ხარისხის მართვის სამართლებრივი უზრუნველყოფის პრობლემები. კონკრეტულად, აქცენტი არის გადატანილი იმ პრობლემების რეგულირებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის საკითხებზე, რაც წარმოიშობა სწავლებაში ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით. ნაშრომის მიზანია, ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების ასპექტში უმაღლესი განალების ხარისხის მართვის სამართლებრივი უზრუნველყოფის პრობლემების მეცნიერული ანალიზის შედეგებზე გამოვლენილი პრაქტიკული რეკომენდაციების დამუშავება. განხილულია დისტანციური სწავლების ტექნოლოგიებისა და უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ტენდენციების განვითარების კონტექსტში უმაღლესი განათლების სისტემის ტრანსფორმაციის და შესაბამისი სამართლებრივი რეგულირების თავისებურებები. ჩამოყალიბებულია საუნივერსიტეტო სწავლებაში ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებასთან მიმართებაში, ხარისხის მართვის სამართლებრივი უზრუნველყოფის შესაბამისი რჩევები. მოცემული რჩევები შეიძლება ეფექტიანად იქნეს გამოყენებული საუნივერსიტეტო განათლების სფეროში.

საკვანძო სიტყვები:
უმაღლესი განათლების ხარისხის მართვა. ხარისხის მართვის სამართლებრივი რეგულირება. დისტანციური სწავლების ტექნოლოგიები. განათლების ინტერნაციონალიზაცია.
გამოქვეყნებული: Feb 17, 2024

Article Details

სექცია
განათლების მეცნიერება