კლიმატური ცვლილებების გავლენა სამეგრელოს რეგიონზე

Main Article Content

თამუნა ხუფენია

ანოტაცია

ნაშრომში განვიხილავთ კლიმატური ცვლილებების გავლენას სამეგრელოს რეგიონზე, რომელიც
გამოირჩევა მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობებით და სოფლის მეურნეობაზე დამოკიდებული ეკონომიკით. ჩვენი
კვლევის მიზანია რეგიონის კლიმატური პარამეტრების – ტემპერატურისა და ნალექების ტენდენციების ანალიზი და
მათი ზემოქმედების შეფასება ბუნებრივ გარემოსა და სოციალურ სტრუქტურებზე. მეთოდოლოგიურად
გამოყენებულია მეტეოროლოგიური მონაცემების სტატისტიკური ანალიზი, ისტორიული კლიმატური ჩანაწერების
შესწავლა, ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვა და საველე კვლევები. დადგინდა, რომ ბოლო სამი ათწლეულის
განმავლობაში რეგიონში ტემპერატურა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ნალექები გახდა არათანაბარი, რაც იწვევს
ბუნებრივი კატასტროფების (წყალდიდობები, მიწის სრიალი) გახშირებას, ეკოსისტემების დეგრადაციასა და სოფლის
მეურნეობის შემცირებულ პროდუქტიულობას. აღნიშნულმა პროცესებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა
მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზეც. ნაშრომში მივუთითებთ საჭირო ადაპტაციურ ზომებს,
როგორიცაა ტყეების დაცვა, მდგრადი სოფლის მეურნეობა, საგანგებო რეაგირების მექანიზმების განვითარება და
საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკის
დაგეგმვისთვის, ისე პრაქტიკული რეაგირების გასაუმჯობესებლად რეგიონულ დონეზე.

საკვანძო სიტყვები:
კლიმატური ცვლილებები, სამეგრელო, ეკოსისტემა, ბუნებრივი კატასტროფები
გამოქვეყნებული: ოქტ 3, 2025

Article Details

სექცია
გარემოსმცოდნეობა